8 მაისი, 2017

რუსებმა ილორს სახელი გადაარქვეს

აფხაზეთში მდებარე ერთ-ერთი უნიკალური ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კედლები რუსებმა ჯერ თეთრად გადაღებეს, შემდეგ ე.წ. ხახვისთავა გუმბათი დაადგეს, ახლა კი ეკლესიას სახელიც შეუცვალეს.

ინფორმაციას ისტორიკოსი გიორგი კალანდია ავრცელებს:

“ვინც მუსლიმი აჭარლების ლოცვას აღშფოთებული იზიარებს და წუხს, ვურჩევ აი ეს გააზიაროს http://sobory.ru/photo/146438

ილორისათვის მართლმადიდებელ ერთმორწმუნეებს იერსახესთან ერთად სახელიც შეუცვლიათ და “ელირი” დაურქმევიათ!

ჩვენი “გარეთ მხდალი და შინ ძლიერი” თანამემამულეები კი ბათუმში გაგონებულ მუსლიმურ ლოცვაზე წუხან!”