16 მაისი, 2017

“რატომ დუმს ყველა უმაღლესი უწყება?”

კითხულობს ხელოვნებათმცოდნე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მას ტაო კლარჯეთში არსებული უნიკალური ქართული ძეგლების ურთულეს მდგომარეობაზე სახელმწიფოს პოზიცია აინტერესებს:

“საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროები რას ფიქრობენ ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე? ეს რთული პრობლემა ერთი უწყების საქმე არაა, მთელი მთავრობის (და პარლამენტისაც და მმართველი პარტიისაც) საქმეა. რით წაწიეს წინ საქმე? თუ უკან გაექცათ სადავეები?

რატომ დუმს ყველა უმაღლესი უწყება?

ამ საქმეს ვერ უშველის სააგენტო, რომლისკენაც ისინი, სავარაუდოდ, ხელს გაიშვერენ. თავად რას აკეთებენ? მძიმეა იქ ძეგლების მდგომარეობა, პირველხარისხოვანი ძეგლების.

რატომ დუმან?!

და ძვირფასი მღელვარე “სპეციალისტების” დუმილი რაღაა? ყველაფერზე “ცრემლი” რომ სცვიოდათ. ეს “გულწრფელობაც” მართული იყო?”