9 მაისი, 2017

ნოდიკო ტატიშვილი: “SOS!”

ბოლო დღეებში მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის იტალიაში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 10 ბილეთის გაყიდვის გამო, ღონისძიება ჩაიშალა. კონცერტში ნოდიკოსთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ სალომე სალომე ბაკურაძეს და თიკა მახალდიანს.

იტალიურ კონცერტთან დაკავშირებით ნოდიკომ სპეციალური მიმართვა გაავრცელა:

“SOS!” მეგობრებო! არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა!

ერთი ჟურნალისტის გადაუმოწმებელი ინფორმაციით გაჯერებულ სტატიას ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე, რომელიც ეხებოდა ჩემს, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტებს იტალიაში, დიდი გაუგებრობა მოყვა სოციალურ ქსელში!

ვიღაცეებს კი გაუხარიათ, მაგრამ რა დასანანია, რომ ტყუილად გაგიხარიათ.

მერე ისიც გავიგეთ ვის აწყობდა ასეთი აყალ-მაყალის ატეხვა, თუმცა ასეთ ავანტიურისტსა და ინტრიგან ადამიანზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ!

მოკლედ 14 მაისს ვეწვევით ქალაქ ნეაპოლს, სადაც თეატრ “ტრეანონში” ვიმღერებთ ქართველი ემიგრანტებისთვის! დაინტერესება იმდენად რომ ორგანიზატორები სრულ ანშლაგს გვპირდებიან! ჩვენც დიდი სიხარულით ველით ნეაპოლელ და სალერნოელ ემიგრანტებთაბ შეხვედრას! რაც შეეხება მეორე ქალაქ – ემპოლის კონცერტს, ემპოლის კონცერტი გაიმართება შემოდგომაზე, რადგანაც ორგანიზატორების სურვილია, რომ ჩვენი გასტროლი მოხდეს ერთ-ერთი თოქ-შოუს ფარგლებში, როგორც ეს მოხდა ჩემი და ნინი ბადურაშვილის ათენში გასტროლოს დროს! ამიტომ აი, ეს გახლავთ ზუსტი ინფორმაცია, არანაირი კონცერტი არც ჩაშლილა!

ახლა მაინტერესებს ეს საინფორმაციო პორტალები ასეთივე დიდი ენთუზიაზმით გააზიარებენ თუ არა ჩემს სტატუსს, სადაც ასახულია ნამდვილი ინფორმაცია!

ვთხოვ, თითოეულ ჟურნალისტს, რომ თუ კი ვინმე ჩემს სახელს ახსენებს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, გადაამოწმოთ ჩემთან და ისე დაბეჭდოთ!”