21 მაისი, 2017

ნინო ანანიაშვილის დასის სოლისტი დააკავეს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასის სოლისტი დაკავებულია. მიზეზი დედის მკვლელობაა. მკვლელობა ორთაჭალაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შვილმა დედა მოკლა. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გოგონა ნინო ანანიაშვილის დასის სოლისტია. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.