21 მაისი, 2017

მცხეთას ქალაქის სტატუსი ჩამოართვეს

უძველეს ისტორიულ და სატახტო ქალაქ მცხეთას, სადაც უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ქალაქის სტატუსი ჩამოართვეს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ქალაქი, რომელმაც ეს სტატუსი დაკარგა. მასთან ერთად კიდევ ერთი ისტორიული ქალაქი დარჩა ამ წოდების გარეშე.

ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა ავრცელებს:

“საქართველოს ორ ისტორიულ ქალაქს – მცხეთას და თელავს ქალაქის სტატუსიც ჩამოართვეს.”