“ღამის შოუს სტუდიის” დამაარსებელი დავით გოგიჩაიშვილი საზოგადოებას აფრთხილებს. იგი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, გაითვალისწინონ მისი რჩევა.
დავით გოგიჩაიშვილი:
“მეგობრებო, ნაცნობ-მეგობრები მეუბნებიან, რომ ვიღაც სხვადასხვა ფინანსური პირამიდის ტიპები პოტენციურ მომხმარებლებს ეუბნებიან, რომ გოგიჩა ჩვენთან თანამშრომლობს და ძაან კმაყოფილიაო.
თუ მსგავს რაღაცას გეტყვიან, არ დაუჯეროთ!
საჯაროდ (და შესაბამისად, ზრდილობიანად) ვაცხადებ: მარკეტინგის აზრზე არა ვარ, მით უმეტეს, ქსელური მარკეტინგის!”