14 მაისი, 2017

გადავარჩინოთ ახალგაზრდა რეჟისორი და მსახიობი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ბევრ ადამიანს სჭირდება საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა. გამონაკლისი არც ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი დათო ჭახრაკიაა. ხელოვანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

დათოს მეგობარი გუგა მგალობლიშვილი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს:

“ჩვენს მეგობარს დათო ჭახრაკიას დაუდგინდა გულის ანომალიური თანდაყოლილი დაავადება. ე.წ. WPW სინდრომი. რომელიც იწვევს ტაქიკარდიულ შეტევებს და სხვადასხვა სახის გართულებებს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. დათოს უკვე გაუხშირდა შეტევები და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია გულზე. კათეტერული აბლაციის პროცედურა, რაც ნიშნავს გულში დამატებითი გამტარი სისტემის დაბლოკვას, მოყინვას. ოპერაცია სასწრაფოა და უნდა ჩატარდეს 20 მაისამდე.

პროცედურისთვის საჭიროა 15000 ლარი, დათოს მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტრომ 4000, თბილისის მერიამ 1500 და ძველი თბილისის გამგეობამ 1500 ლარით დააფინანსეს. დარჩენილი 8000 ლარის შეგროვება სასწრაფოა, ოჯახს შესაბამისი რესურსი არ გააჩნია. გავერთიანდეთ დათოს დასახმარებლად, თანხა დიდი არ არის და ერთობლივი ძალებით ახალგაზრდა მსახიობის და რეჟისორის გადარჩენა შესაძლებელია.”

დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ დათოს დედის ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი
მიმღები: მანანა ჭახრაკია
ანგარშის ნომერი: GE71BG0000000816908700