Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ძალიან მაგარი ამბავი მოხდა”

"ძალიან მაგარი ამბავი მოხდა"ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე წლებია ექვთიმე თაყაიშვილზე დაწყებული ფილმის დასრულებისთვის იბრძვის. დიახ, იბრძვის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული და საქართველოსთვის ფასდაუდებელი განძის მეპატრონეზე ფილმის გადაღება შემოქმედებით ჯგუფს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვით უწევს.

ფილმში მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს, გადაღებები დასასრულს უახლოვდება. ამდენი წვალების შემდეგ, ფილმის რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ სასიამოვნო ამბავი გაავრცელა:

“დღეს ძალიან მაგარი ამბავი მოხდა. ექვთიმეს ფილმს გადმოსცეს საცხოვრებელი ბინა 68 კვ.მ. ახალ მშენებლობაში, რომ მოხდეს მისი გაყიდვა და ამ თანხით ფილმის გადაღებების დასრულება. ეს გააკეთა ჩემმა ახლადშეძენილმა მეგობარმა და უმაგრესმა ქართველმა, რომელმაც მთხოვა, მისი ვინაობა არ მეთქვა. თუმცა ფილმის გამოსვლის დროს აუცილებლად ვიტყვი ამას.

ხვალ მოვიფიქრებ, ზუსტად როგორ მოვახდენთ ამ ყველაფერს. ასეთ დროს, მადლობის თქმა რთულია ხოლმე, მაგრამ ეს არის ის მხარდაჭერა, ურთიერთგაგება და საერთო ეროვნული მიზნისკენ სწრაფვა, რომლითაც გამოირჩეოდნენ და დღესაც გამოირჩევიან ქართველები ყველაზე კრიტიკულსა და საჭირო დროს.

ჩვენ ერთად დგომით ძალიან ბევრი სიკეთისა და სარგებლის გაკეთება შეგვიძლია ყველაზე მაგარი სამშობლოსთვის – საქართველოსთვის. ექვთიმე თაყაიშვილის სული ალბათ ძალიან ბედნიერი არის, რომ მას ასეთი ლაშქარი ჰყავს XXI საუკუნის დასაწყისში.”