Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შანსი პაატა ბურჭულაძისგან

შანსი პაატა ბურჭულაძისგანსაოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე მხოლოდ მცირე ხნით ჩამოშორდა მუსიკალურ სამყაროს და ისევ საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი წამყვან საოპერო სცენებზე ასრულებს სხვადასხვა პარტიებს, თუმცა ამასთან ერთად პაატა ბურჭულაძეს საპასუხისმგებლო თანამდებობაც უკავია.

საოპერო მომღერალი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვის სახელობის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად აირჩიეს. იგი მუშაობას ოფიციალურად პირველი ივლისიდან შეუდგება, შემოდგომაზე კი მოსმენების ჩატარებას აპირებს, სადაც ყველას აძლევს შანსს წარმატებული საოპერო კარიერა დაიწყოს.