Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შალიკაშვილის თეატრის საჩუქარი დამოუკიდებლობის დღეს

შალიკაშვილის თეატრის საჩუქარი დამოუკიდებლობის დღესშალიკაშვილის თეატრი გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და აანონსებს ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას: “შალიკაშვილი / ფეტვიაშვილი წარმოდგენა”, რომელიც გაიმართება რუსთაველის გამზირზე.

შალიკაშვილის თეატრის მსახიობთა დასი გააცოცხლებს შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის პერსონაჟებსა და თანამედროვე ქართველი გენიალური მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებს.

მაისის თვის დასკვნითი ივენთის გაფორმებასა და ორგანიზებაზე ზრუნავენ ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი (რეჟისურა), ანუკა მურვანიძე (გრიმი), სალომე ფილიშვილი (ქორეოგრაფი), ლაშა დევდარიანი (კოსტუმების დიზაინერი). ტექსტს კითხულობს ამირან შალიკაშვილი.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.