Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მხატვრის გამოფენა ნიდერლანდების სამეფო სასახლეში

ქართველი მხატვრის გამოფენა ნიდერლანდების სამეფო სასახლეში2017 წლის მაისში, ქართველი მხატავარი, გიორგი კუხალაშვილი, ჰოლანდიის მხატვრული საგამოფენო წრეების მიწვევით ნიდერლანდებში იმყოფებოდა, სადაც 6 მაისს გაიხსნა მხატვრის სოლო გამოფენა ქალაქ ბარნში, Castle Groeneveld–ში, XVIII საუკუნის სამეფო სასახლეში, რომელიც ამჟამად კულტურის ცენტრია და არაერთ მნიშვნელოვან არტ ღონისძიებას მასპინძლობს.

ეს არის ადგილი, სადაც ნამუშევრების გამოფენა თავად ჰოლანდიელი არტისტებისთვისაც დიდ პრივილეგიას წარმოადგენს. ექსპოზიციაზე უამრავმა ხელოვნებისმოყვარემ, კოლექციონერმა, დილერმა და არტ კურატორმა მოიყარა თავი.

გამოფენა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ექსპოზოციის გახსნამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ქართველმა მხატვარმა ძალიან საინტერესო შემოთავაზებები კურატორებისგან.

გიორგი კუხალაშვილის ერთკვირიანი მოგზაურობა ნიდერლანდებში მოიცავდა შეხვედრებს ჰიერონიმუს ბოსხის მუზეუმში (ჰერტოგენბოსი), ხელოვნებათმცოდნესთან ხრეიჩე ჯაკობსთან, რომელიც კურირებს ბოსხის ნამუშევართა კოლექციას და შეხვედრას ვან გოგის მუზეუმში (ამსტერდამი), ხელოვნების მკვლევარ, ლიზა სმიტთან, სადაც გაჩნდა იდეა, რომ გაკეთდეს მხატვრის სოლო გამოფენა მუზეუმის გალერეაში, სადაც თანამედროვე არტისტები იფინებიან.

ქართველი მხატვრის გამოფენა ნიდერლანდების სამეფო სასახლეში

ბელგიაში, გალერეა ID+Art-ში გიორგი კუხალაშვილი შეხვდა მისი ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს, სადაც გაიმართა რამდენიმესაათიანი განხილვა მისი შემოქმედების და არტისტული ცხოვრების შესახებ. გიორგი კუხალაშვილის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა ჰოლანდიურმა გამოცემამ “Kunst-& Museumkrant“ და პოპულარულმა არტ ჟურნალმა “Vind”.