Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სრულიად მშიერი ვარ და საჭმლის ფული აღარ მაქვს”

"სრულიად მშიერი ვარ და საჭმლის ფული აღარ მაქვს"ალბათ დღეს ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ამ სიტყვების ავტორი არც მეტი, არც ნაკლები ვაჟა ფშაველაა, მაგრამ ეს მწარე სიმართლეა.

1915 წელს, როდესაც აკაკი წერეთელი გარდაიცვალა, ვაჟა ფშაველამ სწორედ მაშინ მისწერა წერილი გამომცემლობას:

“გავიგე, აკაკი დიდი ამბით დაგიკრძალავთ. მჯერა, ეგრე იქნებოდა. ისიც ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდგომ ჩემთვის კარგი ადგილი გაქვთ შერჩეული და დიდის პატივით მიპირებთ დასაფლავებას, მაგრამ სანამ მოვკვდები, იქნება ჩემი ჰონორარი გამომიგზავნოთ, თორემ სრულიად მშიერი ვარ და საჭმლის ფული აღარ მაქვს…”