Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

როჯერ მური გარდაიცვალა

როჯერ მური გარდაიცვალაცნობილი ბრიტანელი მსახიობი სერ როჯერ მური, რომელიც ჯეიმს ბონდის როლის შესრულებით გახდა პოპულარული, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია მისმა შვილებმა გაავრცელეს. მათი განმარტებით, მსახიობი შვეიცარიაში იმყოფებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა. როჯერ მური სიმსივნით იყო დაავადებული.

მსახიობის კარიერა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო 50-მდე ფილმში, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მაინც ჯეიმს ბონდის როლმა მოუტანა. აგენტი 007-ის როლი მან შვიდ ფილმში შეასრულა.

ბრიტანელ მსახიობს 80 წლის იუბილეზე ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.