Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ანანიაშვილის დასის სოლისტი დააკავეს

ნინო ანანიაშვილის დასის სოლისტი დააკავესზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასის სოლისტი დაკავებულია. მიზეზი დედის მკვლელობაა. მკვლელობა ორთაჭალაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შვილმა დედა მოკლა. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გოგონა ნინო ანანიაშვილის დასის სოლისტია. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.