Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნახეთ ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის თრეილერი

ნახეთ ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის თრეილერირეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ახალი ფილმი გადაიღო. ფილმის თრეილერი რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა რეჟისორის გერმანელმა აგენტებმა ზაზა ურუშაძის ნამუშევრის ახალი თრეილერი დაამზადეს.

“აღსარება” – ასე ეწოდება რეჟისორის მორიგ ფილმს. მასში მთავარ როლებს დიმა ტაიშვილი, სოფია სებისკვერაძე და იოსებ ქველიძე თამაშობენ.

ფილმი ჟანრობრივად დრამაა. მამა გიორგი, რომელიც წარსულში რეჟისორი იყო, მსახურებისთვის ერთ სოფელში ჩადის. იმისთვის, რომ მოსახლეობა ეკლესიაში სიარულს შეაჩვიოს, დაკეტილ ტაძარში ფილმების ჩვენებას იწყებს. პირველივე ფილმის ნახვის შემდეგ, სოფლის მაცხოვრებლები მერლინ მონროს მათ სოფელში მცხოვრებ მუსიკის მასწავლებელს ლილის მიამსგავსებენ. ლილისთან შეხვედრის შემდეგ მამა გიორგის ბალანსი ირღვევა – მუსიკის მასწავლებელი ძალიან სექსუალურია და ცდუნების გაძლება რთულია.

რეჟისორის ახალი ფილმის პრემიერა კინოთეატრებში უკვე დაგეგმილია.

ზაზა ურუშაძე:

“ეს “აღსარების” ახალი თრეილერია, კინოთეატრებისთვის – ჩემი გერმანელი აგენტების მიერ გაკეთებული.”