Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მუსიკოსების შრომა მეტალურგების უმძიმესი სამუშაოს ტოლფასია

მუსიკოსების შრომა მეტალურგების უმძიმესი სამუშაოს ტოლფასიაავსტრალიის ინსტიტუტის მკვლევარებმა ვენის ფილარმონიული ორკესტრის წევრებთან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ორკესტრის 24 მუსიკოსს მინიატურული მრიცხველები დაამაგრეს, რომლებიც მკვლევარებს მუსიკოსების მიერ დახარჯული ენერგიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა.

მრიცხველების დახმარებით მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ რა დატვირთვა აქვთ მუსიკოსებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრისას. მათი მტკიცებით, მუსიკოსების შრომა თავისუფლად შეიძლება შევადაროთ მშენებლებისა თუ მეტალურგების უმძიმეს სამუშაოს.

კვლევებით დადგინდა, რომ მუსიკოსების დატვირთვა სხვადასხვაგვარია ამა თუ იმ კომპოზიტორის ნაწარმოების შესრულების დროსაც. მაგალითად, ბრამსის შესრულების დროს ორკესტრანტების გულისცემამ წუთში 130 დარტყმას მიაღწია.

ცალკე საკითხია გადავსებული დარბაზი, რა დროსაც სივრცეში ჟანგბადი მინიმალურია და ეს ფაქტორი მუსიკოსებს ცალკე ტვირთად აწვებათ. მკლევარებმა დაადგინეს ზუსტი მონაცემები საორკესტრო ორმოში წარმოქმნილი ხმაურისა, ის 120 დეციბილს აღწევს, რაც დაშვებულ ნორმას ბევრად აღემატება.