Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მიხედეთ ქართულ კულტურას!”

"მიხედეთ ქართულ კულტურას!"ამ მოთხოვნას აყენებს რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, რომელიც ბოლო პერიოდში ქართული კულტურის წარმატებებით აღფრთოვანებულია.

რუსუდან გლურჯიძის ფილმმა “სხვისი სახლი” არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალში მიიღო მონაწილეობა და მთავარი პრიზებიც მოიგო.

ამჯერად რეჟისორის აღფრთოვანება კიდევ ერთი ქართული ფილმის გამარჯვებამ გამოიწვია. თამთა გაბრიჩიძის ფილმი „სოვდაგარი“ კანადაში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მთავარი პრიზი მოიპოვა.

რუსუდან გლურჯიძე მოუწოდებს შესაბამის უწყებებს მიხედონ ქართულ კულტურას და კერძოდ ქართულ კინოს:

“ციკლიდან არცერთი დღე ქართული კინოს გამარჯვების გარეშე! მიხედეთ ქართულ კულტურას და კერძოდ კინოს!!!! ვულოცავ თამთას და მთელ ჯგუფს ძალიან პრესტიჟულ ჯილდოს და ქართული კინოს კიდევ ერთ აღიარებას!”