Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ერის წინააღმდეგ ვინც გაიყიდება, მისი არც ნამღერი მინდა და არც ნაცეკვი!”

"ერის წინააღმდეგ ვინც გაიყიდება, მისი არც ნამღერი მინდა და არც ნაცეკვი!"მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ეროვნულობას ამოფარებული “პატრიოტების” მიმართ თავის შიშს გამოთქვამს და აცხადებს, რომ ერის წინააღმდეგ ვინც გაიყიდება, მისი არც ნამღერი უნდა და არც ნაცეკვი!

მომღერალი საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტს და მის მიერ სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ლუჟკოვმა განაცხადა, საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უფრო კარგად იქნება:

“დარწმუნებული ვარ, ისეთებიც მოიძებნებოდნენ, რომლებიც ვახშამზე ხალხურ სიმღერებს შეუსრულებდნენ. სულიკო და თბილისოც არ გამორჩებოდათ! (ასეთი ანსამბლი კი მეგულება რამოდენიმე) ყველაზე საშიში ეროვნულობას ამოფარებული “პატრიოტები” არიან.

ჩვენი ერის წინააღმდეგ ვინც გაიყიდება, მისი არც ნამღერი მინდა და არც ნაცეკვი!!! თქვენი ყოველი ნამღერი თუ ნაცეკვი ნულის ტოლია!”