Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის შედეგები ცნობილია

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის შედეგები ცნობილიაუკრაინის დედაქალაქ კიევში “ევროვიზია 2017”-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. რიგით 62-ე ევროფესტივალში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ მეორე ნომრად იმღერა. სიმღერა Keep the Faith ანრი ჯოხაძემ დაწერა, ტექსტი კი თამარა გაჩეჩილაძეს ეკუთვნის.

ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში 17 ქვეყანა მონაწილეობდა – შვედეთი, საქართველო, ავსტრალია, ალბანეთი, ბელგია, მონტენეგრო, ფინეთი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, საბერძნეთი, პოლონეთი, მოლდოვა, ისლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა, კვიპროსი, სომხეთი, სლოვენია და ლატვია.

მაყურებლის და საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გადავიდა 10 ქვეყანა – მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი და ბელგია.

საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიას ნახევარფინალიდან გამოეთიშა.