Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოჩა აბულაძე ლეგენდარულ ბარიტონთან იმღერებს

გოჩა აბულაძე ლეგენდარულ ბარიტონთან იმღერებსქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე წლებია უცხოეთში ცხოვრობს და ევროპის წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად მღერის. მისი სპექტაკლების გრაფიკი წინასწარ გაწერილია, ამიტომ სამომავლო გეგმებზე ქართველ საოპერო მომღერალს საუბარი არ უჭირს.

ივნისში გოჩა აბულაძე ლეგენდარულ ბარიტონთან ლეო ნუჩისთან ერთად ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოში” იმღერებს. ქართველი მომღერალი მონტერონეს არიას შეასრულებს. მას წილად ხვდა პატივი თავად ლეო ნუჩის შემცვლელი იყოს რიგოლეტოს პარტიაზე.

სპექტაკლები კუნძულ სარდინიაზე ფორტე არენას სცენაზე გაიმართება.