Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!!!!

გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!!!!ჩვენი მკითხველისათვის კარგადაა ცნობილი უცხოეთში მოღვაწე ნიჭიერი ქართველი მომღერალი გელა გურალია.

იხილეთ ბმულები:

artinfo.ge

artinfo.ge

artinfo.ge

როგორც ცნობილია, მომღერალი წარმატებულ მოღვაწეობას აგრძელებს და მართავს სოლო კონცერტებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. ამჯერად კი გვინდა თქვენი ყურადღება მივიქციოთ ძალიან სასიხარულო ინფორმაციით, კერძოდ:

გელა გურალია გეგმავს საქართველოში პირველი სოლო კონცერტის ჩატარებას.

კონცერტი გაიმართება 29 ივლისს ქ. ბათუმში – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ლელა წურწუმია

ბილეთები უკვე გაყიდვაშია იხ. ბმული https://tkt.ge

გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!!!!

მცირე ინფორმაცია გელა გურალიას შესახებ:

გელა გურალია დაიბადა და გაიზარდა ქ. ფოთში. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, ქიმიას აჯობა მუსიკისადმი სიყვარულმა და დღეს, მილიონობით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს გელა გურალიას უნიკალური ხმა – ტენორ-ალტინო.

გასაოცარი სილამაზის, ძალიან მაღალი, ძლიერი ხმით და შესრულების გამორჩეული მანერით გელამ უმალ დაიპყრო რუსეთის მრავალმილიონიანი აუდიტორია, რასაც უპირველეს ყოვლისა ხელი შეუწყო მისმა გამოჩენამ მუსიკალურ შოუში „Голос“ (შოუ „VOICE”-ის რუსული ანალოგი) – 2013 წელს, სადაც მოახერხა ფინალში გასვლა.

გელა გურალია მონაწილეობდა საქართველოში გამართულ მუსიკალურ კონკურსში „ოქროს ტალღა-2014“ და სიმღერა „დაბრუნდი“ (მუსიკის ავტორი ჯუმბერ ამანათაშვილი; ტექსტი – ნანა ცინცაძე) მისი შესრულებით გახდა კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში – „ხალხის რჩეული სიმღერა“.

2014 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით “Drеам Of Me” (2014). ალბომში შესულია სპეციალურად მომღერლისათვის ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი 10 სიმღერა, რომლებიც სრულდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ალბომის მთავარ სიმღერაზე “Dream of Me” (კომპოზიტორი ჯად ფრიდმანი – Jud Friedman) შეიქმნა მომღერლის სადებიუტო კლიპი.

 

გელა ნაყოფიერად თანამშრომლობდა ცნობილ ქართველ პიანისტთან – ნიკა ნიკვაშვილთან, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მისი ბენდის წევრი იყო და 2014 წლის 16 ნოემბერს კრემლის საკონცერტო დარბაზში გამართული მისი სოლო კონცერტისათვის პარტიტურაც სწორედ მან შექმნა.

გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!!!!

გელა გურალიას რეპერტუარი შედგება ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი სიმღერებისგან და გამოირჩევა ჟანრის მრავალფეროვნებით. განსაკუთარებულად უნდა აღინიშნოს მისი ურთიერთობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-თან. ხშირად ჟღერს გელას კონცერტებზე უწმინდესის მიერ დაწერილი „ავე მარია“ და „კირიელეისონ“. კომპოზიტორებს შორის ასევე არიან – გია ყანჩელი, ჯუმბერ ამანთაშვილი, ნატო თოთიბაძე, გიგა კვენეტაძე, ნიკა ნიკვაშვილი და სხვ.

ყოველივე ზემოთაღნიშნულში დასარწმუნებლად კი გირჩევთ, ეწვიოთ ბათუმს 29 ივლისს და აჩუქოთ საკუთარ თავს ერთი არაჩვეულებრივი საღამო და ეზიაროთ მუსიკის ზეიმს.