Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ…”

"არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ..."მომღეარლი და თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი თაკო გაჩეჩილაძე წელს საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენდა. ქართველმა კონკურსანტმა ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალში იმღერა, მაგრამ ფინალში ვერ გადავიდა და კონკურსს გამოეთიშა.

თაკომ გულშემატკივრებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა:

“ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძალიან მაგრად მეცინება და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!

საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს ყველამ დაინახა! ამაზე მეტყველებდა ოვაციები, ტაში, ყველაფერი!!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს!

მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი! ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა……!!! სამწუხაროდ…

მოკლედ, მადლობა ყველას, მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია იმით რომ მე ვარ ქართველი!”