Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ამიერიდან პრიმა-ბალერინას სტატუსი დედის მკვლელით შეიცვლება!”

"ამიერიდან პრიმა-ბალერინას სტატუსი დედის მკვლელით შეიცვლება!"ორთაჭალაში გოგონას მიერ დედის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილი საბალეტო დასის მოცეკვავეა.

სამოდელო სააგენტო ლიკა ყაზბეგის დამაარსებელი და პროექტის “წარმატებული ქალი პოდიუმზე” ავტორი ლიკა ყაზბეგი მომხდარს ეხმაურება:

“ამიერიდან დიდ სცენას, ციხის კარები შეცვლის. სიყვარულს – სიძულვილი! თავისუფლებას – საკანში გატარებული საუკეთესო წლები! პრიმა – ბალერინას სტატუსი კი… დედის მკვლელით შეიცვლება!

ჩემი თათას კოლეგა იყო ანი მურადელი. ლამაზი, ნიჭიერი, სიფრიფანა გოგონა, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მისცა… იღბალის გარდა.

მისი სისუსტის შესახებ ორი წლის წინ გავიგე და მიკვირდა, როგორ შეეძლო, როგორ ცეკვავდა საერთოდ, როგორ ახერხებდა ვარჯიშს. მიუხედავად ყველაფრისა მთელი ოპერის დასი, სამეგობრო… გვერდში ედგნენ. აფასებდნენ მის ნიჭს…

ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ჩართონ მის საქმეში ექიმები და ფსიქოლოგები, რომ ეს მძიმე ჯვარი შეუმსუბუქდეს ამ ადამიანს. ცოდოა დედამისი, მაგრამ ათასჯერ უფრო ეს გოგო მებრალება.”