4 მაისი, 2017

“გულისხმიერო ადამიანებო, SOS!”

საბედნიეროდ, ხშირად ხდება, რომ რიგით, მაგრამ გულისხმიერ ადამიანებს ერთმანეთის გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვთ. ისინი ერთიანი ძალისხმევით აგვარებენ იმ პრობლემებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“არტ ინფო” იმედს გამოთქვამს, რომ ასე იქნება ამჯერადაც და 16 მაისს თიბისი გალერეაში ცნობილი მხატვრის ელენე ახვლედიანის ოჯახის დასახმარებლად ბევრი გულისხმიერი ადამიანი შეიკრიბება.

ინფორმაციას კიდევ ერთი კარგი და კეთილი საქმის შესახებ ლიზი ვაჩნაძე ავრცელებს:

“მოქალაქეებო, მხატვრებო, გულისხმიერო ადამიანებო, SOS!!!

16 მაისს ცნობილი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ოჯახის დასახმარებლად თიბისი გალერეა ატარებს აუქციონს, მხატვრებს, ვისაც გული შეგტკივათ ამ ოჯახის თავს დატრიალებულ უბედურებაზე, შეგიძლიათ თქვენი ნამუშევრებით დაეხმაროთ და მხარში დაუდგეთ ირაკლი ახვლედიანს, 3 პატარა მცირე წლოვანი შვილის მამას, რომელსაც ცოლ-შვილთან და მოხუც დედასთან ერთად მევახშეები ქუჩაში აგდებენ!

ახვლედიანების ოჯახმა 70-იან წლებში სრულიად უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფო მუზეუმს 3500 ნამუშევარი! მეგობრებო, კულტურის გარდა არაფერი გვაქვს! ამასაც თუ გავთელავთ… დღეს მათ უნდა ჩვენი მხარში დგომა!!! იჩქარეთ! ნამუშევრებთან დაკავშირებით, მიმრთეთ ირაკლის დას ელენე (ლელი) ახლედიანს +995 577 970 715.

სულ რამდენიმე დღე დაგვრჩა და გთხოვთ, გამოიჩინოთ ადამინური, კოლეგიალური და სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია!”