13 მაისი, 2017

გორის თეატრის მსახიობს დახმარება ესაჭიროება

გორის ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობს მაია ტურაშვილს დახმარება ესაჭიროება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი კოლეგა სოხუმის თეატრის მსახიობი ნანა ხურითი ავრცელებს:

“ჩემს მეგობარს, გორის თეატრის მსახიობს მაია ტურაშვილს დაუდგინეს ცუდი დიაგნოზი. შოკში ვარ… შვიდი წლის წინ გარდაეცვალა ქალიშვილი… ლონდა – ჩემი ნათლული… ღმერთო, გვაკმარე…
მაია, შენს გვერდით ვართ. მჯერა, გადავლახავთ ამ განსაცდელსაც…

ანგარიშის ნომერი: GE67TB4366236512500020

ღმერთმა არ დაგაჭირვოთ არავის დახმარება… ჯანმრთელობას გისურვებთ…”