4 აპრილი, 2017

ზაზა კოლელიშვილი ბაბუა გახდა

მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი ბაბუა გახდა. მის შვილს, ცნობილ მორაგბეს ვიტო კოლელიშვილს პირველი შვილი შეეძინა.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. პატარა საფრანგეთში დაიბადა, რადგან ვიტო ამჟამად საფრანგეთში თამაშობს და მეუღლესთან, ლალიკო მოსიასთან ერთად იქ ცხოვრობს.

შვილიშვილის დაბადებას გამოეხმაურა ზაზა კოლელიშვილი:

“ვიტო და ლალიკო გილოცავთ ვაჟკაცის მოვლინებას, იხარეთ ამ წუთისოფელში, პაპა ზაზა კოლელიშვილი.”

ახალბედა მშობლები და მათი პატარა უამრავ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს იღებენ.