18 აპრილი, 2017

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველა მონაწილე ცნობილია

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეშვიდე სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება. შოუს პროდიუსერად კვლავ დაბრუნდა ნოე სულაბერიძე და მაქსიმალურად მრავალფეროვანი მონაწილეები შეკრიბა – მომღერლები, მოდელები, მსახიობები და, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მოცეკვავეები.

“ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში იცეკვებენ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და ევროპული ცეკვების ოსტატი ჯულიანა ბარგნარი; გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი; კინოპროდიუსერი, უკრაინული რეალითი შოუს “Холостяк”-ის მონაწილე ირაკლი მაქაცარია და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა; ყველასთვის ნაცნობი, იღბლიანი ტურისტი, პროფესიით ჟურნალისტი იესპერ ბლექი და მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე; მოდელი, ტელეწამყვანი, მოყვარული ფიტნეს-ინსტრუქტორი ალექსანდრა პაიჭაძე და უკრაინელი მოცეკვავე, რომელიც საქართველოში მოგზაურობაზე ოცნებობდა – მაქსიმ ლეონოვი; უკრაინელი მსახიობი ვიქტორია ვარლეი და მოცეკვავე ცოტნე ბლიაძე; მომღერალი სოფო გელოვანი და უკრაინელი მოცეკვავე გენადი ცინკევიჩი; მომღერალი მარკუს მეტრეველი და მოცეკვავე ირა კვიტინსკაია; მომღერალი ნოდარ რევია და უკრაინელი მოცეკვავე ანია პალამარჩუკი; ბრაზილიელი მოდელი ანი ბაროში და მოცეკვავე ირაკლი ძაძამია; მომღერალი ნუცა ბუზალაძე და მოცეკვავე იაკობ ყუფუნია. ნუცამ ტრავმის გამო დატოვა პროექტის მე-5 სეზონი და ახლა განაგრძობს ბრძოლას გამარჯვებისთვის.

შოუში დამატებით მეთორმეტე კონკურსანტად დარჩენისთვის ორი მსურველი იბრძვის სალომე კოკუაშვილი და ოლიკო კობახიძე. სალომეც და ოლიკოც დიმა ვარანკინთან ერთად იცეკვებენ. ვინ დარჩება პროექტში – სალომე თუ ოლიკო პირველივე ლაივ-შოუზე გადაწყდება.

რაც შეეხება წამყვანებს და ჟიურის, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ჟიური გოჩა ჩერტკოევმა დატოვა.