Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“თუ ჭკვიანი ხარ, ლამაზიც იქნები”

21 აპრილი, 2017

"თუ ჭკვიანი ხარ, ლამაზიც იქნები"ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი წლებია მომხიბვლელობას არ კარგავს და ბევრ თავის ახალგაზრდა კოლეგაზე უკეთესად გამოიყურება.

მსახიობმა სილამაზის საიდუმლო გაამხილა და აღნიშნა, რომ ადამიანის ცხოვრებაში თავისუფლება, სიყვარული და სიკეთე უმთავრესია.

“არტ ინფო” გთავაზობთ შერონ სტოუნის მოსაზრებებს ქალბატონებზე, სიყვარულსა და სილამაზეზე:

ცხოვრების პირველ ნახევარში შენი სახე ისეთია, როგორიც დაიბადე, მეორე ნახევარში კი ისეთია, როგორსაც იმსახურებ.

ჭეშმარიტად ლამაზი ქალი ყოველთვის კეთილია სხვა ქალბატონების და, ზოგადად, ადამიანების მიმართ. მისთვის უცხოა ინტრიგები, ვინმესთან გაჯიბრების სურვილი და შური.

ვიცი ერთი ჯადოსნური ხერხი, როგორ ვიყოთ ლამაზი და ბედნიერი – ეს არის მომხიბვლელობის ილუზიის შექმნა. როდესაც ქალი შედის ოთახში, დამსწრე საზოგადოება მის სილამაზეზე კი არ რეაგირებს, არამედ მის ენერგიასა და ძალაზე, რომელიც მისგან მოდის.

ადამიანებს ეშინიათ ცვლილებების, მათ ჰგონიათ, რომ რაღაცას დაკარგავენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამ ცვლილებით მრავალი სიახლის შეძენა შეუძლიათ.

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორ დაეცემი, არამედ უმნიშვნელოვანესია, დაცემული როგორ წამოდგები.

თუ ჭკვიანი ხარ, ლამაზიც იქნები. უშნო ქალი არ არსებობს. ვიღაცა ლამაზია როგორც ვარდი, ვიღაცა ლამაზია როგორც კაქტუსი.

სჯობს სულ მარტო დარჩე, ვიდრე მარტოსულად იგრძნო თავი არასწორად შერჩეულ ცხოვრების თანამგზავრთან.
სიკვდილმა არაერთხელ მომიკაკუნა კარზე, მაგრამ არ გავუღე. მისმა სტუმრობამ სხვანაირად ცხოვრება მასწავლა. ამ კაკუნმა გამომაფხიზლა.

ერთხელაც გოგონები თავად ემსგავსებიან იმ მამაკაცებს, ვისზე დაქორწინებასაც ოცნებობდნენ.

ადრე ცნობილი უნდა ყოფილიყავი, რომ შენს გარშემო სკანდალი აგორებულიყო, ახლა საჭიროა სკანდალი, რომ ცნობილი გახდე.

ქალმა ყოველთვის უნდა იცოდეს თავისი ფასი, მაგრამ არასოდეს უნდა დაასახელოს.

მუდმივი ახალგაზრდობის იდეა მითია. სულაც არ მინდა ვიყო “უბერებელი ლამაზმანი”. მსურს ვიყო ქალი, რომელიც ყველა ასაკში საუკეთესოდ გამოიყურებოდა.