25 აპრილი, 2017

თავისუფალი თეატრი სპექტაკლების ჩვენებას წყვეტს

რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ 16 წლის წინ დაარსებული თავისუფალი თეატრი, რომელიც მაყურებელში დიდი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობს, სპექტაკლების ჩვენებას წყვეტს.

ინფორმაციას ამის შესახებ თავისუფალი თეატრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“30 აპრილიდან პირველ ოქტომბრამდე “თავისუფალი თეატრის” რეკონსტრუქციის გამო, თეატრი წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას. ნახეთ 29 აპრილს “თავისუფალი თეატრის” საუკეთესო სპექტაკლი “კავკასიური ცარცის წრე” – აზდაკის როლში გოგა ბარბაქაძე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ თეატრის მთელი დასი.”