Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შეეშვით ჩემს ოჯახს!”

24 აპრილი, 2017

"შეეშვით ჩემს ოჯახს!"– ეს კანონის დარღვევაა და იცოდეთ, ამას არ გაპატიებთ! უნამუსოებო! მამოწმებთ იმიტომ, რომ თქვენს მოღალატე პილიტიკას არ ვეთანხმები?! შეეშვით ჩემს ოჯახს! – აცხადებს საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სასამართლოში ჩივილით იმუქრება:

“საქართველოს ფოსტა – ოფიციალურად გაფრთხილებთ, რომ სასამართლოში ვაპირებ ჩივილს! მერამდენედ ხდება უკვე! ყველა კონვერტი მოგაქვთ გახსნილ მდგომარეობაში!

ოფიციალური წერილები, კონტრაქტები და საფინანსო საბუთები მოწმდება და ისე მომდის სახლში! ეს კანონის დარღვევაა და იცოდეთ, ამას არ გაპატიებთ! მალე დაიწყება დიდი და ხმაურიანი სასამართლო!

უნამუსოებო! საქართველოს მთავრობა – აბსოლუტურად უმაქნისები ხართ და მამოწმებთ იმიტომ, რომ თქვენს მოღალატე პილიტიკას არ ვეთანხმები?! შეეშვით ჩემს ოჯახს!

აუცილებლად შევატყობინებ ყველა თეატრს, რომ ფოსტა საქართველოში აღარ გამომიგზავნონ და ავუხსნი, რომ საქართველოს მთავრობა, საბაჟო და ფოსტა არღვევს კანონს და ხსნის ყველაფერს, შესაბამისად აღარ გამოგზავნონ!

რა სირცხვილია! საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჩავრთავ! ციხეში ამოგაყოფინებთ თავს!”