საქართველო VOGUE-ს ფოკუსში

უნიკალური კულტურული ძეგლები დაცული იუნესკოს მიერ, სვანეთის ულამაზესი კოშკები, ყაზბეგის თვალისმომჭრელი სილამაზე, კომფორტული სასტუმროები დაბალი ფასებით, განუმეორებელი სამზარეულო, მთაში თოვლზე სრიალი, საფრენი აპარატით ფრენა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ დამსვენებელს ყაზბეგი და გუდაური ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დაათვალიეროს –  წერს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა VOGUE.

– საქართველოს ვენახები, მთები, ტყეები, მდინარეები და ზღვები XX საუკუნის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საბჭოთა კავშირის რკინის ფარდის მიღმა იმალებოდა. 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ, 1991 წლიდან კი ქვეყანა კვლავ დაბრუნდა მსოფლიო რუკაზე. საქართველო უნიკალური სუფრითა და ღვინით ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა, – ასე აფასებს ჟურნალისტი ჯენიფერ მერფი საქართველოს თავის სტატიაში.

წერილში საუბარია იმ ძირითად მიზეზებზე, რის გამოც ჩვენს სამშობლოში ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს.