სამარცხვინო ხელფასები სამუსიკო სკოლების პედაგოგებს

სამარცხვინო ხელფასები სამუსიკო სკოლების პედაგოგებსგასულ კვირას ფართო საზოგადოების განსჯის საგანი თეატრის მსახიობების ხელფასები იყო. ამ კვირაში მსახიობების ადგილი სამუსიკო სკოლების პედაგოგებმა დაიკავეს. მსახიობებთან შედარებით მათი ხელფასები რა მოსატანია, მაგრამ ერთი ფაქტია – სამუსიკო სკოლების პედაგოგების ხელფასები ნამდვილად სამარცხვინოა.

ინფორმაციას სამუსიკო სკოლების პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავა ავრცელებს:

“სამუსიკო სკოლებში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 11 ლარს – ერთი მოსწავლის შემთხვევაში. ანუ ერთი ერთსაათიანი გაკვეთილი ღირს 11:8=1 ლარი და 37 თეთრი. 11 ლარი თვეში, 8 გაკვეთილში სავარაუდოდ, როდის რამდენიც უწევს.

გიგი უგულავამ კი დაიწყო მუსიკალური სკოლების გაპარტახება ბიუჯეტიდან რომ მოხსნა სკოლები. ეხლა ინერციით ბოლომდე ეცემა.”