29 აპრილი, 2017

საერთაშორისო ფესტივალი უსინათლო ბავშვთა მხარდასაჭერად

საქართველოში უსინათლო ბავშვთა მხარდამჭერი ფესტივალი ჩატარდება.

პირველ საერთაშორისო მარათონულ ფესტივალში “ჯენტლმენების ფანტაზია” სახელგანთქმული ესპანელი გიტარისტი ალექსანდრ გარობე მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალზე ჯენტლმენის სტატუსით მოწვეულმა ალექსანდრ გარობემ ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და შეერთებული შტატების პრესტიჟული საკონცერტო დარბაზები, „ჯიემის”, „ინფანტა კრისტინას”, „პალმა დე მალიორკას” და „ანდრეს სეგოვიას“ საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებისთანავე დაიპყრო, რის შემდეგაც მრავალმა კომპოზიტორმა სპეციალურად მისთვის დაწერა არაერთი საგიტარო ხელოვნების შედევრი. კომპოზიტორები აღნიშნავდნენ, რომ ის გახლავთ “დიდებული, ვირტუოზული ინტერპრეტატორი მუსიკისა, რომელიც მრავალმხრივი მოსმენის საშუალებას იძლევა”.

ალექსანდრ გარობე საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწევა ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ჰოლანდიაში, შეერთებულ შტატებსა და ინგლისში.