15 აპრილი, 2017

რატომ არ გავიდა “ვანოს შოუ”?

გასართობ-იუმორისტული გადაცემა “ვანოს შოუ” წლებია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადის. ყოველ პარასკევს ვანო ჯავახიშვილი და მისი იუმორისტული გუნდის წევრები ახალ-ახალ სახუმარო თემებს ამზადებენ და მაყურებლის გართობაზე ზრუნავენ.

14 აპრილს გადაცემა ეთერში არ გავიდა. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამ თემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

“ვანოს შოუ”, რაც მე “რუსთავი 2”-ის დირექტორი ვარ, არასდროს არ გასულა ეთერში წითელ პარასკევს. მანამდე რა ხდებოდა, ვერ გეტყვით.

ეს არაა არხის პოზიცია. “რუსთავი 2″ ემყარება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს და აცნობიერეbს, რომ მისი მაყურებელი მიეკუთვნება განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებს. თუმცა, ამასთანავე, გადაცემაზე მომუშავე ჯგუფი, საკუთარი რელიგიური მოსაზრებების გამო, შეუძლებლად თვლის ამ დღეს გასართობ გადაცემაზე მუშაობას. შესაბამისად, არხიც პატივს სცემს თანამშრომლების ამ მოსაზრებას და არ თვლის დასაშვებად და შესაძლებლად, აიძულოს ისინი, იმოქმედონ საკუთარი რელიგიური გრძნობების საწინააღმდეგოდ.”