Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ქვეყანა და მთავრობაც მოვალეა ამ ოჯახის წინაშე”

"ქვეყანა და მთავრობაც მოვალეა ამ ოჯახის წინაშე"ქვეყანა და მთავრობა ალაბთ ბევრი ოჯახის წინაშეა მოვალე, მაგრამ ოჯახი, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა, ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავლებისგან შედგება.

“არტ ინფო” უკვე წერდა, რომ მხატვრის შთამომავლებს კერძო მევახშე ბინიდან ასახლებს. იკა ახვლედიანის სამშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება. მისი მეგობრები და კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა შემსუბუქდეს.

ახვლედიანების ამჟამინდელ მდგომარეობაზე მათი ახლობელი მალხაზ თოფურია ავრცელებს ინფორმაციას:

“ელენე ახვლედიანის ძმამ გიორგი ახვლედიანმა (პირდაპირმა მემკვიდრემ) ქალბატონი ელენეს გარდაცვალების შემდეგ ყოველგვარი ზეწოლისა და მოთხოვნის გარეშე, ქიაჩელის N12-ში მდებარე ბინა (150 კვ) და 3600! ნახატი (აბსოლუტურად ყველა) უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს……

ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ბატონი გიორგი მისი შვილიშვილი ირაკლი ახვლედიანი 3 მცირეწლოვანი ბავშვით (5, 4 და 1 წლის) გამოსახლების და უსახლკაროდ დარჩენის წინაშე დადგებოდა კერძო მევახშის გაუმაძღრობის გამო, რომელსაც აღნიშნული ბინის სამმაგი საფასური უკვე ისედაც აღებული აქვს.

არ ვიცი საქართველოში არსებულმა მსხვილმა ფირმებმა თუ ბანკებმა ამ ოჯახის ქუჩაში დატოვებისგან ხსნაზე უკეთესი რა შეიძლება გააკეთოს, ისე ქვეყანა და მთავრობაც მოვალეა ამ ოჯახის წინაშე. ალბათ ათიოდ ნახატი გვერდზე რომ გადაედო ბაბუას და ქვეყნისთვის “მოეტეხა” ალბათ “სახვეწარიც” არაფერი იქნებოდა.”