პეკინში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კინემატოგრაფისტებთან ერთად, ქართველებიც მონაწილეობდნენ.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე ქართველებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. დაწესებული 10 მთავარი პრიზიდან მათ 4 ჯილდო მიიღეს.
ნომინაციაში საუკეთესო მხატვრული ფილმი გაიმარჯვა რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ფილმმა “ლუკა”;
ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი დაჯილდოვდა რუსუდან გლურჯიძე ფილმისთვის “სხვისი სახლი”;
ნომინაციაში ქალის მეორეხარისოვანი როლის საუკეთესო შესრულება საუკეთესოდ აღიარეს ლია კაპანაძე ფილმში “ლუკა” შესრულებული როლისთვის;
ნომინაციაში საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი ჯილდო ფილმმა “სხვისი სახლი” მიიღო.
რუსუდან გლურჯიძეს პრიზი პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრმა, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა.