24 აპრილი, 2017

“ქართული ტექსტი წერეთ ქართული უნიკალური ანბანით!”

– ლათინური ანბანით ქართული ტექსტის დაწერა არის ბარბარიზმი, ანტიკულტურული, ანტილიტერატურული, ანტიქართული, არაწიგნიერი ქცევა! – ასე აფასებს ქართული ტექსტების წერას ლათინური ანბანით დეკანოზი ილია ჭიღლაძე და ყველას მოუწოდებს ქართული ტექსტის დასაწერად ქართული უნიკალური ანბანი გამოიყენონ.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“მიუღებელია ლათინური ანბანით ქართული ტექსტის დაწერა, ქართული ტექსტი წერეთ ქართული უნიკალური ანბანით!!! ლათინური ანბანით ქართული ტექსტის დაწერა არის ბარბარიზმი, ანტიკულტურული, ანტილიტერატურული, ანტიქართული, არაწიგნიერი ქცევა!!!

P.S. ეს, ცხადია არ ეხება ისეთ სიტუაციებს, როცა სხვა შესაძლებლობა ტექნიკურად არ გაგვაჩნია. თუმცა, ასეთ ტექნიკაში ქართული ანბანის ჩატვირთვაზე ზრუნვა მეტად საჭირო და სავალდებულო საქმედ უნდა გავიხადოთ…”