“პროფილი” ბრუნდება

თოქ შოუ “პროფილი” და მისი წამყვანი მაია ასათიანი სატელევიზიო ეთერში ბრუნდება.

ჟურნალისტის ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, გადაცემა გაჩერდა, ტელეწამყვანს “მარაო” დაუხურეს. ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაია ასათიანმა გადაწყვეტილება მიიღო ტელეეკრანს დაუბრუნდეს.

განახლებული “პროფილის” პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია. მაია ასათიანის გადაცემაში დაბრუნების ფოტოები ინტერნეტშიც გავრცელდა.