პაატა ბურჭულაძე რუსეთში საოპერო დასს უხელმძღვანელებს

პაატა ბურჭულაძე რუსეთში საოპერო დასს უხელმძღვანელებსსაოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც ხანმოკლე განშორების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა შემოქმედებით საქმიანობას, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მიხაილოვსკის სახელობის თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი გახდება.

ამ სიახლეს რუსული გამოცემები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს ქართველ ბანს 18 აპრილს წარუდგენენ, თუმცა თანამდებობაზე ოფიციალურად მუშაობას პაატა ბურჭულაძე პირველი ივლისიდან დაიწყებს.

ქართველი ბანი არა მარტო თანამდებობას დაიკავებს, არამედ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებში.