6 აპრილი, 2017

“მარაზმში ნუ გადახვალთ”

– ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევა იქნება, გარკვეულ საათებში უნდა გადიოდეს, – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ გააკეთა და ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ “თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

გუგული მაღრაძის განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა შეაფასა და ასე გამოეხმაურა:

“არ ვეწევი, ამიტომ არ მაწუხებს აკრძალვის თემა, მაგრამ სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ თავს. ფილმებიდან მოწევის კადრები ამოვიღოთო. “ცისფერ მთებში” სესილია რომ მთელი ფილმი პაპიროსს ეწევა…

20-ზე მეტი გენიალური კადრი გამახსენდა სხვადასხვა ფილმებიდან, სადაც სიგარეტი, სიგარა, ჩიბუხი ფიგურირებს და რას უზამთ… მრავალი ფილმი გამახსენდა ნარკომანებსა და ნარკოტიკების მიღების ფაქტზე, როგორ ყნოსავენ კოკაინს გენიალური ქალი და კაცი მსახიობები.

მარაზმში ნუ გადახვალთ. სესილიას, დე ნიროს, ჟორა შავგულიძეს, კრისს, სოფი ლორენს, ალ პაჩინოს და მრავალ სხვას რომ დაფარავთ დაანებებენ მწეველები თავს მოწევას?”