26 აპრილი, 2017

ხატია ბუნიათიშვილი ფრანგული ტელევიზიის ფოკუსში

ვირტუოზ პიანისტად აღიარებული ხატია ბუნიათიშვილი უცხოური პრესისა და ტელევიზიის მიერ ნამდვილად განებივრებულია.

ხატიას ხშირად იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში, მის ინტერვიუებს და ფოტოებს ბეჭდავენ გავლენიან ჟურნალებსა და გაზეთებში. ქართველი მუსიკოსის მიმართ ჟურნალისტები არც მრავალფეროვან ეპითეტებს იშურებენ და “კლასიკური მუსიკის პოპ ვარსკვლავსაც” უწოდებენ, მის კონცერტებს კი თავისი მუხტითა და განწყობით როკ-კონცერტებს ადარებენ.

“არტ ინფო” გთავაზობთ ხატიას საკმაოდ ვრცელ – 12-წუთიან ინტერვიუს France 24-ის ტელეეთერში, სადაც იგი თავის იმიჯზე, ქოლდფლეისთან თანამშრომლობასა და ახალ ალბომზე საუბრობს.