29 აპრილი, 2017

გვირილობის დღესასწაული დაპირისპირების მიზეზი გახდა

2 მაისს ქუთაისში ყოველწლიური დღესასწაული – გვირილობის დღესასწაული იმართება, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

გალაკონცერტის ორგანიზატორებს განმარტებებს ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლები სთხოვენ. მათი განმარტებით, ქუთაისში დაგეგმილი კონცერტის პროგრამაში ადგილობრივი ხელოვანები ვერ მოხვდნენ.

თავის მხრივ, ქუთაისის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ გალაკონცერტში მონაწილეები ქუთაისელების სურვილების გათვალისწინებით მიიწვიეს.