Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

10 აპრილი, 2017

გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, ქართული თეატრის ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი.

ეს სამწუხარო ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა.

გივი ბერიკაშვილი რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.