10 აპრილი, 2017

გერგეტის სამება მსოფლიო ყურადღების ცენტრში

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული ძეგლი – გერგეტის სამება არაერთხელ მოხვდა უცხოური პრესის თუ ტელევიზიის ფოკუსში. იგი მსოფლიოს ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ – ტელეგრაფმა მსოფლიოს ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალში შეუყვანა.

ყაზბეგში მდებარე უნიკალური ქართული ტაძარი უცხოელებზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს.

ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი იტალიური ჟურნალის ფოტოს აქვეყნებს, სადაც გერგეტის სამება და სვანური კოშკი კავკასიის უძვირფასეს სამკაულებად არის მოხსენიებული:

“ამ იტალიურ ჟურნალში ვნახე გერგეტის სამების და სვანური კოშკის უშგულის სურათები და საქართველო მოხსენიებულია, როგორც კავკასიის უძვირფასესი სამკაული.”