28 აპრილი, 2017

გაიცანით უნიჭიერესი მხატვარი

საქართველო რომ ნიჭიერების ქვეყანაა, ამაზე აღარ დავობს. ბევრი მათგანი მთელი სიცოცხლე ჩრდილშია და არასოდეს მიმართავენ საკუთარი თავის პოპულარიზაციის ხერხს, რადგან უბრალოება და თავმდაბლობა არ აძლევს ამის საშუალებას.

მომღერალი ნინო ბაშარული უნიჭიერესი მხატვრის მირიან მაისაშვილის ნამუშევრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ დროა, ასეთი ნიჭიერი ადამიანები რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს:

“რატომღაც პირიქით მჭირს… დაუნახავი ნუ გეგონებით და ვისაც ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საზოგადოება საოცრად ნიჭიერ ადამიანად, მე მათში ვერანაირ ნიჭს და საოცრებას ვერ ვხედავ ხოლმე, რასაკვირველია, ყველაზე არ ვრცელდება, არსებობს ერთი ჭეშმარიტი საზომიც, რომელიც ყველა კატეგორიაზე ვრცელდება და მათ შორის ჩემზეც… და რატომღაც მომწონებია ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ნამდვილი ხელოვანები… და მე მათ სახელებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვახსენებ ხოლმე ხმამააღლა… თითქოს ჩემი ნათქვამი ხალხის აზროვნებას ცვლიდეს… მაგრამ ალბათ რაღაც დონეზე მოვახერხებ დაგარწმუნოთ… რადგან ფაქტიც ჯიუტია…

მინდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი, ანუ ჩარჩოებს გადაცილებული, ნამდვილი, სულით და ხორცით ხელოვანი მხატვარი – მირიან მაისაშვილი და მისი ნახატები. ერთად გავაცნოთ ქვეყანას უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც არასოდეს მიმართავენ საკუთარი თავის პოპულარიზაციის ხერხს, რადგან უბრალოება და თავმდაბლობა არ აძლევს ამის საშუალებას…

გენიოსები არასოდეს ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას, სიმყუდროვე უყვართ, თუნდაც შიმშილისგან სიკვდილი ემუქრებოდეთ, მაინც არ ეცდებიან თვალში გაჩხერვას… რადგან ისინი უფლის რჩეულნი არიან და ეს ღირსება ყოფნით… დაე, ჩვენ და სხვებმა შევამჩნიოთ ასეთები და დავეხმაროთ მათი ნიჭის გავრცელებაში! მჯერა რომ ვაზროვნებთ და თვალებითაც კარგად ვიხედებით.”