1 აპრილი, 2017

ევგენი ევტუშენკო გარდაიცვალა

85 წლის ასაკში პოეტი ევგენი ევტუშენკო გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისმა ქვრივმა გაავრცელა.

პოეტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ევგენი ევტუშენკო ამერიკაში იმყოფებოდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოეტს რუსეთში გადაასვენებენ და მოსკოვში ბორის პასტერნაკის საფლავთან ახლოს დაკრძალავენ.