29 აპრილი, 2017

ეს ის შემთხვევა არაა, როცა “არცოდნა არცოდვაა”

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წუხს. იგი მთავრობას კვლავაც მოუწოდებს შეწყვიტოს “საქართველოს კანონის სახელმწიფო ენის შესახებ” დაბლოკვა და ეს საკითხი ყველაზე აქტუალურად მიიჩნიოს.

ლევან ღვინჯილია ბიზნესომბუდსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ლოგოს თარგმნის წინააღმდეგია:

“ამის დამწერსა და გამავრცელებელს, როგორც ჩანს, წარმოდგენა არა აქვს, რაზე მსჯელობს!!!

ხვალ და ზეგ უარესს უნდა მოველოდეთ, სანამ მთავრობა ბლოკავს “საქართველოს კანონს სახელმწიფო ენის შესახებ”…

სამწუხაროა და, ცოტა არ იყოს, უხერხულიცაა, ბიზნესომბუდსმენმა არ იცოდეს, რას ნიშნავს “თარგმნა” და რა არის “ტრანსლიტერაცია”.

ეს ის შემთხვევა არაა, როცა “არცოდნა არცოდვაა”.