Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა!”

30 აპრილი, 2017

"ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა!"მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი კარგად გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული საკონცერტო გრაფიკის გამო, საქართველოში ინტენსიურად არ ცხოვრობს, კარგად იცნობს თავისი სამშობლოს უმთავრეს პრობლემებს.

ანიტა რაჭველიშვილი:

“დავუბრუნდეთ სოფელს და ნუ ვყიდით ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს ნურავიზე საერთოდ! მე და ჩემი ოჯახი მალე რაჭაში გადავსახლდებით! იქ დავბინავდებით და იქ მივხედავთ მიწას, ვაზი გავაშენეთ უკვე. დიდ ფერმასაც გავაკეთებთ და ადგილობრივებს დავასაქმებთ (თუ, რა თქმა უნდა, შევძელით და “ბირჟას” მოვწყვიტეთ საერთოდ!)

ეს ყველას შეგვიძლია! ნუ ყიდი მიწას, შენ დაამუშავე! ნუ გამორბიხარ ქალაქში თითქოსდა უკეთესი ცხოვრებისთვის! მიწათმფლობელი თუ მშრომელია, ის ყველაზე მდიდარი ადამიანია!

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ სფეროს! სახელმწიფოს განგებ აღარ მივმართავ არანაირი თხოვნით და მოთხოვნით! მიმაჩნია, რომ უძლურები არიან ყველაფერში და მოღალატეებიც, რადგან ჩვენს მიწებს ყიდიან და არაფერს აკეთებენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის!

ხალხმა უნდა შეცვალოს ისტორია და ააღორძინოს საქართველო. ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, ჩემო კარგო ხალხო!”