Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს არის სამი სევდიანი ისტორია დიდი ქართველების შესახებ”

"ეს არის სამი სევდიანი ისტორია დიდი ქართველების შესახებ"სამი ქართული ამბავი – ეს არის სამი სევდიანი ისტორია დიდი ქართველების შესახებ! სამივე მათგანს საბჭოთა რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა! უნიკალური ისტორიული დოკუმენტებისა და საარქივო ცნობების უმეტესობა პირველად ქვეყნდება.

წიგნის ავტორმა გიორგი კალანდიამ ორი წელი მოანდომა დღემდე უცნობი დოკუმენტების შეგროვებასა და ერთ წიგნში თავმოყრას.

სამი ამბავი დავით არსენიშვილის, აკაკი ჭანტურიას და აჰმედ მელაშვილის უცნობ ისტორიებს გვიყვება! ამ ადამიანებს ქართული საზოგადოებრიობა სათანადოდ არ იცნობს, არადა თითოეულ მათგანს ქართული კულტურისა და ხელოვნების წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვის!

იცით თუ არა, რომ 1935 წელს ლავრენტი ბერიას ანჩისხატის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი, საბჭოთა დიქტატორის ჩანაფიქრს კი დავით არსენიშვილის გამბედავმა ქმედებებმა შეუშალა ხელი!

რატომ გაყიდეს კომუნისტებმა 30 კაპიკად ნაპოლეონის საკორონაციო მანტია და როგორ იპოვა კედელში ჩაშენებული ოქროს ხატი აკაკი ჭანტურიამ ზუგდიდის დადიანების სასახლეში?!

წიგნი 1980 წელს თურქეთში დატრიალებული და ნაკლებად გახმაურებული იმ ტრაგედიისა და თავდასხმის დეტალებსაც მოგიყვებათ, რომელსაც თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძედ წოდებული აჰმედ მელაშვილის მკვლელობა მოჰყვა!

სამი ქართული ამბავი მკითხველს მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფაქტების სამყაროში ამოგზაურებს, დაუჯერებელი ამბებისა და წარმოუდგენელი თავდადების მოწმეს გახდის! გააცნობს ისეთ მოვლენებს რომლებმაც უდიდესი კვალი დაამჩნია ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას!

რატომ არის, რომ საქართველოში მთელი ერის საკეთებელ საქმეს ტრადიციულად ცალკეული ადამიანები აკეთებენ, მათ კი შემდეგ სამაგალითო სიძულვილით უსწორდებიან, ივიწყენებ ამ მოღვაწეთა შრომას და უარყოფენ მათ გაწეულ უდიდეს ამაგს?!

ამ კითხვებზე პასუხს გიორგი კალანდიას სამი ქართული ამბავი გაპოვნინებთ! ამბები, რომლებიც სიამაყითაც აგავსებთ და თავდადებული ადამიანების სევდიან ბედზეც ჩაგაფიქრებთ!

"ეს არის სამი სევდიანი ისტორია დიდი ქართველების შესახებ"