25 აპრილი, 2017

ელტონ ჯონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მსოფლიო ვარსკვლავის ელტონ ჯონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომღერალმა სამხრეთ ამერიკული ტურნეს დროს თავი შეუძლოდ გახდა. ექიმებმა მას სასწრაფო მკურნალობა და დიდ ბრიტანეთში დაბრუნება ურჩიეს. ელტონ ჯონმა ამერიკაში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ელტონ ჯონის მენეჯერი ავრცელებს.

მედიკოსებმა მომღერალს მძიმე ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობის კურსი ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში გაატარეს. ინფექცია, რომლითაც მომღერალი დაავადდა საშიშია და მომაკვდინებელია.

70 წლის მომღერლის მსოფლიო ტურნე მომავალი წლის მაისში უნდა დასრულდეს.